Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2022

მიმდინარე წლის  16 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ ჩაატარებს პროექტს - „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2022“.

 

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2022“ ჩატარდება შეკვეცილი ფორმატით. პროექტის პირველ ეტაპზე საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალისაგან სათანადო რეცენზირების შედეგად გამოვლენილ ნაშრომებს მოხსენების სახით წარადგენენ შერჩეული მონაწილეები.

 

პროექტის მეორე ეტაპისთვის შეირჩა სულ ცხრა მონაწილე: მაია წიქარიშვილი (თსუ, მაგისტრანტი), თეკლა ჭინჭარაული (თსუ, მაგისტრანტი), მარიამ ნოზაძე (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი), ნანა აფრიდონიძე (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი), ალენიკოვი ნინო (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი), სოფიო ჯგერენაია (თსუ, დოქტორანტი), ირაკლი რობაქიძე (თსუ, დოქტორანტი), მარიამ თხინვალელი (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი), ნინო შიომღვდლიშვილი (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი).

 

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რამდენიმე ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

 

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის პლატფორმაზე:

https://zoom.us/j/4852017531?pwd=eU54bm5aM2dvOE43Q0IxNnZLcXVldz09

Meeting ID: 485 201 7531

Passcode: 193767